VIP სერვისი

ლამაზად ცხოვრებას ვერ აკრძალავ

ჩვენთვის ხელოვნებათა შორის უმნიშვნელოვანესი, არის “სასიამოვნო მოგზაურობის ხელოვნება”. პროფესიონალების გუნდი, რომელსაც აერთიანებს ტურიზმისადმი სიყვარული, ყოველთვის ისახავს მიზნად შექმნას არა უბრალო ტური, არამედ მართლაც დასამახსოვრებელი მოვლენა.

V.I.P. სერვისი – არა მხოლოდ ორიგინალური იდეები, რთული ინდივიდუალური პროგრამები და მათი ხარისხიანი განხორციელებაა. ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც ისევე, როგორც ჩვენი ყოველი ცალკეული კლიენტის ინდივიდუალობა, არ შეიძლება განმეორდეს ორჯერ. თემატური ტურები, ინდივიდუალური მარშრუტები მხოლოდ თქვენთვის, რომანტიკული უიქენდები, თერმული წყაროები, თავგადასავლები, სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა ქვეყნებისა და საქართველოს ყველაზე ლამაზი დღესასწაულები, გასტრონომია და ღვინოები, საუკეთესო ოტელები, ლუქს-კლასის იახტები და მატარებლები, აქტიური დასვენება, ექსკლუზიური სანაპიროები, პირადი გიდები და მძღოლები… ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ვთავაზობთ ჩვენ სპეციალურ კლიენტებს.

  • vip-1
  • vip-2
  • vip-3
  • VIP კლასის ავტომანქანების მძღოლით გაქირავება (ლიმუზინი, მერსედესი, ისტორიული მანქანები).
  • გიდებისა და თარჯიმნების მომსახურება საქართველოსა და მთელს ევროპაში.
  • ფეხბურთის მატჩებზე, კონცერტებსა და სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები (როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში).
  • V.I.P გართობა და აქტიური დასვენება: „იდეები მათთვის, ვისაც არ უყვარს მოწყენა“, გასართობი პარკები, გასეირნება იახტით, დაივინგი, უქმეები ზღვაზე, გასეირნება საჰაერო ბურთით, პარაპლანით, სპორტული თვითმფრინავით, ექსკურსია ვერტმფრენით, თევზაობა ღია ზღვაში, მასტერ კლასები ქართული კერძების მომზადებასა და ქართულ ცეკვაში, ღვინის დეგუსტაციის კურსი, ჯომარდი და ა.შ.
  • ექსკურსიები გურმანთათვის.
  • V.I.P ტურისტული პაკეტები და უიქენდები (ტურები უქმეებზე ან ხანგრძლივი შემეცნებითი მოგზაურობები, დასვენება ბუნებაში, ისტორიული და არქიტექტურული ტურები, თემატური მარშრუტები.
  • ღვინის ტურები (დეგუსტაციის კურსები, მეღვინეების ცხოვრების გაცნობა, დასვენება სოფლებში არსებულ სასტუმროებში ვენახების ირგვლივ და ბევრი სხვა საინტერესო რამ).
  • პროგრამა სპა – თერმული წყლები და ქალაქის სპა პროცედურები, ეგზოტიკური მასაჟი და გამაჯანსაღებელი პროცედურები.
  • პაკეტები გოლფის მოყვარულთათვის (როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე დამწყებთათვის, ინსტრუქტორით და მის გარეშე, ინდივიდუალურად და ჯგუფურად).
  • რესტორნების დაჯავშნა მთელი საქართველოს მასშტაბით (და საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში), კულინარული გამოცდილება “გემოვნების ტაძრებში”, სადაც ნამდვილი სიურპრიზები გელით. ბანკეტების შეკვეთა, დღესასწაულებისა და იუბილეების გაფორმება.
  • 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, ვილები და აპარტ-ოტელები, ადგილობრივი კოლორიტით სავსე კერძო სასტუმრო სახლები.
  • vip-4
  • vip-5
  • vip-6

ტურის ბიუჯეტის გათვლა ხდება ინდივიდუალურად, დამკვეთის სურვილების გათვალისწინებით.
ნუ დაუწესებთ საზღვრებს ფანტაზიას. ჩვენ ვეცდებით ის რეალობად ვაქციოთ!

Комментирование запрещено