შეკვეთილი

შეკვეთილი

შეკვეთილი არის დაბა და ზღვის კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გურიის რეგიონში, როემლიც მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარე ნატანების შესართავთან.
შეკვეთილს აქვს მხოლოდ 3 კილომეტრინი ზღვისპირა ზოლი, რომელზეც დომინირებს ფიჭვის ხეები, ზღვის დონიდან 2 მ სიმაღლეზე. შეკვეთილის სანაპიროზე,ისევე როგორც ურეკის სანაპიროზე, მაგნიტიტის შემცველი ქვიშაა, რომელიც სუსტ მაგნიტურ ველს ასხივებს. შეკვეთილში მკურნალობენ გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის და ძვლის დაავადებებს.
კურორტი მდებარეობს ბათუმიდან 45, თბილისიდან 333 ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 100 კილომეტრის დაშორებით.
ძირითადად კურორტზე წარმოდგენილია სასტუმროს ტიპის კერძო სახლები ე.წ. გესთ ჰაუსები, ასევე შეკვეთილშია მსოფლიოში ცნობილი 5 * VIP სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili.
შეკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგიძლიათ ეწვიოთ:

  • ციცინათელას გასართობ პარკს – სადაც ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ათეულობით ატრაქციონია დამონტაჟებული
  • ციცინათელას გვერდით არის მინიატურების პარკი, სადაც საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნობა მინიატურლ ზომებშია წარმოდგენილი
  • BLACK SEA ARENA ყველაზე მასშტაბური დახურული საკონცერტო დარბაზია კავკასიაში და ის სწორედ შეკვეთილში მდებარეობს
  • მუსიკოსების პარკის ტერიტორიაზე არის მოედნები, სადაც განთავსებულია ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ქანდაკებები. სტუმრებს საშუალება აქვთ მოუსმინონ 30 – ზე მეტი ცნობილი მუსიკოსის სიმღერას

Комментирование запрещено