სიღნაღი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში და ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება. განთქმულია სიღნაღის ციხით, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ისტორიულ ციხეს წარმოადგენს. მისი გალავნის სათვალთვალო კოშკებიდან ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედი იშლება.
სიღნაღის მახლობლად მდებარეობს ბოდბის წმ.ნინოს დედათა მონასტერი (IV ს.). ასევე საინტერესოა ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება, სადაც სხვა ექსპონატებთან ერთად ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებიც არის გამოფენილი.