შოვი

შოვი
შოვი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1 500 მ სიმაღლეზე. ონიდან 30 კმ-ით არის დაშორებული, თბილისიდან – 380 კმ-ით. ჰავა ნოტიოა. ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია, ზაფხული – გრილი.

  • Шови Рача
  • Шови
  • Туры в Шови
  • Удзиро Шови
  • Удзиро
  • Шаори

შოვი ბალნეოკლიმატური კურორთების რიცხვს მიეკუთვნება. ჰაერი აქ სუფთა და გრილია. მთების კალთები წიწვოვანი ტყით არის დაფარული. კურორტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რამოდენიმე მინერალური სამკურნალო წყარო. შოვში დასვენება რეკომენდირებულია სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის დარღვევების დროს. საკურორტო სეზონი ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. დამსვენებლებისთვის ტარდება ექსკურსიები და ლაშქრობები (მამისონის მთა – 4 360 მ., ტბა “უძირო”).

Комментирование запрещено