სასტუმრო ძველი სეთი მდებარეობს მესტიაში, აეროპორტიდან 10 წუთის სავალზე. მისი მთავარი შენობა არის ძველი სვანური სახლი. ძველი სეთი ტრადიციულ და თანამედროვე სტილში არის გაფორმებული. სასტუმროს აქვს უფასო ინტერნეტი, ავტოსადგომი, სამრეცხაო, საბავშვო სათამაშო მოედანი და რესტორანი, სადაც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ.
ძველ სეთიში არის სამი კატეგორიის ოთახი: ერთადგილიანი, ორადგილიანი და სამადგილიანი.