ქობულეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შავიზღვისპირა კურორტია. ბათუმიდან 25 კმ-ით არის დაშორებული. ტურისტული ინფრასტრუქტურა ქობულეთში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. მრავლად არის სასტუმროები, ბარები და ბუნგალოები. ქობულეთის ზღვისპირა პარკში შეიძლება დროის გატარება სპორტულ მოედნებსა და დისკო-კლუბებში. საკურორტო სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე.