ნაფარეული

ნაფარეული

ნაფარეული არის სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. იგი მდებარეობს თელავიდან ჩრდილოეთით 25 კილომეტრში, ზღვის დონიდან დაახლოებით 420 მ სიმაღლეზე.
ტერიტორია განთქმულია მშრალი, თეთრი და წითელი ღვინოების წარმოებით (ძირითადად ღვინო მზადდება რქაწითელის და მწვანეს ყურძნისგან).
ნაფარეულიდან არც თუ ისე შორს არის ულამაზესი ტბა ლოპოტა. გარშემორტყმული კავკასიონის მთებით. აქ დასვენება წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
ლოპოტა იდეალური ადგილია მშვიდი,ოჯახური დასვენებისთვის.
ეს არის VIP- კომპლექსის “Lopota Lake Resort & Spa”-ს დახურული ტერიტორია
სადაც შეგიძლიათ ითევზაოთ, დაჯავშნოთ საცხენოსნო ტურები, მოაწყოთ პიკნიკი, საფეხმავლო ტურები და ჩაიტაროთ სხვადასხვა სპა პროცედურები.

Комментирование запрещено