საქმიანი MICE ტურიზმის ინდუსტრია დაინერგა დასავლეთის ქვეყნებში. დღეს დღეობით MICE ტურიზმის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი. აღმოსავლეთის ქვეყნებში ლიდერის პოზიცია ჩინეთმა დაიმკვიდრა. საქართველოში კი MICE ტურიზმი ახალ, სწრაფად განვითარებად ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს.
აბრევიატურა MICE აღნიშნავს საქმიანი ღონისძიებების ოთხ ძირითად მიმართულებას:
Meetings – შეხვედრები, მოლაპარაკებები, პრეზენტაციები;
Incentive – წამახალისებელი მოგზაურობები, სამოტივაციო პროგრამები, პარტნიორებისა და თანამშრომლების ლოიალობის სტიმულირება;
Conferences/Congresses – კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები;
Exhibitions/Events – –სხვადასხვა სახის გამოფენებში მონაწილეობის მიღება, საერთშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებზე დასწრება, კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება.
კომპანია “CAPITAL GEORGIA TRAVEL” 3 წელიწადზე მეტია რაც მუშაობს MICE ტურიზმის მიმართულებით. ჩვენი მიღწევები:
- ორგანიზება გავუკეთეთ 100-ზე მეტ პატარა, თუ დიდი ჯგუფების კორპორატიულ, საქმიან მოგზაურობას;
- მოვიპოვეთ ბევრი ახალი პარტნიორის ნდობა და კარგი შეფასება დსთ-ს და ევროპის ქვეყნებიდან (მაგ: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, სომხეთი, პოლონეთი, ლატვია);
- ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა სხვადასხვა თემატიკის/ფორმატის ფესტივალი, კორპორატივი, კონფერენცია, მასტერ-კლასი, ინტერაქტივი გურმანებისთვის, მეღვინეებისა თუ სპორტსმენებისთვის;
- ორგანიზება გავუწიეთ როგორც VIP ასევე ბიუჯეტურ ღონისძიებებს;
- 2017 წელს ეროვნული ტურიზმის დაჯილდოებაზე „Welcome to Georgia“, გავხდით ფინალისტები ნომინაციაში „The best mice tourism award 2017”.
კომპანია “CAPITAL GEORGIA TRAVEL” გთავაზობთ MICE ტურიზმის მომსახურების სრულ სპექტრს:
- ჯგუფური და ინდივიდუალური მოგზაურობის ორგანიზება თქვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის;
- ექსკურსიებს და ტურ პაკეტებს;
- ღონისძიების ჩასატარებლად ადგილის შერჩევას და დეტალური პროგრამის შემუშავებას;
- რესტორნების დაჯავშნას, ფურშეტების, ბანკეტებისა და საზეიმო ვახშმების ორგანიზებას;
- ავია და სარკინიგზო ბილეთების დაჯავშნას;
- სასტუმროების დაჯავშნას, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
- თარჯიმანი-გიდების მომსახურებას;
- სრულ სატრანსპორტო მომსახურებას, ასევე ავტომობილების გაქირავების სერვისს.
კომპანია “CAPITAL GEORGIA TRAVEL”- თან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ოპერატიულობა და მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიები
- პირადი მენეჯერის არსებობის პრიორიტეტი
- შეკვეთის მიღება და დადასტურება დამკვეთისთვის მისაღები ფორმატით
- ოპტიმალური მარშრუტის შედგენა დამკვეთის ბიუჯეტის, სურვილისა და კორპორატიული პოლიტიკის პრინციპების გათვალისწინებით
- ახალი შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება
- მომსახურების ღირებულების გადახდა კლიენტისათვის მისაღები ფორმით: უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით
- მოგზაურობის დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის მისაღებ დროსა და ფორმატში
- კონსულტაცია საქმიანი მოგზაურობის დანახარჯების ოპტიმიზაციისათვის
ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ვსწავლობთ, ვუცვლით გამოცდილებას საქმიანი ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ვღებულობთ მონაწილეობას უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო MICE გამოფენებში (მაგ. გერმანია IMEX, სადაც მსოფლიოს 150-ზე მეტი კომპანია იღებს მოაწილეობას, ესპანეთი IBTM, რომელშიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 80-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას), რათა მუდმივად ვფლობდეთ ინფორმაციას უახლესი ტენდენციების შესახებ.
საქართველო – საოცარი ქვეყანაა, უნიკალური კულტურით, უძველესი ისტორიით, უგემრიელესი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარე ხალხით. ეს არის ქვეყანა, რომელშიც დაბრუნების სურვილი კიდევ არაერთხელ გაგიჩნდებათ და ჩვენი კომპანიის გუნდი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ ამაში!
მოხარულნი ვიქნებით გიხილოთ ჩვენი კლიენტების სიაში და მზად ვართ პასუხი გავცეთ თქვენ შეკითხვებს: