
მესტია საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონის — სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 500 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 450 კმ-ით არის დაშორებული. ჰავა ნოტიოა, ხასიათდება მკაცრი ზამთრითა და გრილი, ხანმოკლე ზაფხულით.
[ess_grid alias=»Mestia-1″]
მესტიაში არის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი. თბილისიდან მესტიის მიმართულებით ფრენები სრულდება ვერტმფრენით, კვირაში ორჯერ. მესტიის აეროპორტი ფორმით სვანურ კოშკს გვაგონებს. იგი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა შორის არის დასახელებული.
[ess_grid alias=»Mestia-2″]
მესტია მაღალმთიანი ტურიზმისა და ალპინიზმის ცენტრს წარმოადგენს. მისგან 7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი. მესტიაში ფუნქციონირებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, სადაც შეიძლება ინფორმაციის მიღება სვანეთის ტურისტული მარშრუტების შესახებ და გამოცდილი გიდების დაქირავება.
