კვარიათი მდებარეობს საქართველოსა და თურქეთის საზღვართან, ბათუმიდან 15 კმ-ის დაშორებით. განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის გამო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შავიზღვისპირა კურორტად საქართველოში. სანაპირო ზოლთან განლაგებულია ბარები, ბუნგალოები და რამოდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო.
კვარიათში ფუნქციონირებს დაივინგ-ცენტრი, სადაც შესაძლებელია დაივინგისთვის საჭირო აღჭურვილობის დაქირავება ან დაივინგის კურსების გავლა.