გოდერძი

გოდერძი
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი მაღალმთიანი აჭარის რეგიონში,გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. თბილისიდან 252 კილომეტრის, პოპულარული ზღვისპირა კურორტი ბათუმიდან 109 კილომეტრის, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 260 კილომეტრის დაშორებით.
გოდერძიზე დასვენება წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. კურორტი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით და სუფთა ჰაერით,მდებარეობს ზღვის დონიდან 2 000 მეტრის სიმაღლეზე. თოვლის საფარი აქ არის ნოემბრიდან აპრილამდე.
სათხილამურო ბილიკები მდებარეობს ალპურ ზონაში, არის ბილიკები ფრირაიდერებისთვისაც. ყველაზე გრძელი ბილიკის სიგრძზე 7 კილომეტრს აღწევს. კურორტის ყველაზე მაღალი წერტილი 2390 მეტრია.
კურორტი გოდერძი ფართოვდება და ყოველწლიურად ემატება სხვადასხვა სირთულის ბილიკები. აქ ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროები და კოტეჯებია.

Комментирование запрещено