ბახმარო

ბახმარო
ბახმარო – მაღალმთიანი კლიმატური კურორტი, რომელიც შავი ზღვის სანაპიროდან სულ 50 კმ-ით არის დაშორებული. აქ მთისა და ზღვის ჰავა ერთმანეთს ერწყმის. ზამთარი ზომიერად რბილია, ზაფხული – საკმაოდ გრილი. კურორტი ზღვის დონიდან დაახლოებით 2 000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ზამთარში თოვლის საფარის სიმაღლე 7 მეტრს აღწევს, რის გამოც ამ პერიოდში ბახმარო ძნელადმისადგომი ხდება. ამიტომ საკურორტო სეზონის პიკი ზაფხულის თვეებზე მოდის.

  • Туры в Бахмаро
  • Зима в Бахмаро
  • Курорт Бахмаро
  • Бахмаро
  • Закат солнца в Бахмаро

ბახმაროს ტერიტორია გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყით. აქაური ჰავა რეკომენდირებულია ანემიის, ასთმის, სასუნთქი სისტემის დაავადებების მკურნალობის დროს. ბახმარო ევროპის ერთ-რთი ყველაზე მაღალი და ყველაზე მზიანი კურორტია – მზიანი საათების რაოდენობა წელიწადში 2 000-ს აღწევს.

Комментирование запрещено