ახტალა
სპა კურორტი ახტალა ქ.გურჯაანში, თბილისიდან 120 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 312 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
ახტალა ცნობილია ვულკანური წარმოშობის ტალახით. სამკურნალო ტალახი შეიცავს მინერალებს: მეთანი, წყალი, ბრომი, იოდი, ლითიუმი და ა.შ.
ბალნეოლოგიური ტალახი კარგია კუნთოვანი ქსოვილების, ნერვული სისტემისა და კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ტალახით მკურნალობის გარდა, აქ ხდება მთის მინერალური წყლებით მკურნალობაც, რაც ორგანიზმში მინერალებისა და წყლის ბალანსის ნორმალიზების საშუალებას იძლევა. მკურნალობის სეზონი იწყება აპრილის დასაწყისიდან და გრძელდება დეკემბრამდე.
ახტალაში სხვადასხვა კატეგორიის საოჯახო სასტუმრო და მხოლოდ ერთი სპა სასტუმროა საკუთარი სამკურნალო კლინიკით.