ახალციხე
ახალციხე – სამხრეთ საქართველოს ქალაქი, მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1 000 მ სიმაღლეზე. რელიეფი უმეტესად მთა-გორიანია, კლიმატი – ზომიერი, ზამთარი საკმაოდ ცივი იცის, ზაფხული – ხანგრძლივი და თბილი. მცენარეულ საფარში წიწვოვანი ხეები ჭარბობს.
ახალციხეში და მის მახლობლად უამრავი ისტორიული ძეგლია: აწყურის ციხე, საფარის მონასტერი (X-XIV სს.), ბარაკონის ეკლესია, თამარ მეფის ძეგლი და სხვა. ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რაბათის ციხე – ისტორიული კომპლექსი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენურ ადგილად არის აღიარებული.