ანაკლია – შავიზღვისპირა კლიმატური საკურორტო ქალაქია. მდებარეობს მდინარე ენგურის შესართავთან, აფხაზეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 30 მ სიმაღლეზე.
ქალაქში მსოფლიო დონის სტანდარტების რამოდენიმე სასტუმროა განთავსებული. ანაკლიის საკურორტო ზონა ესპანელი არქიტექტორის მიერ არის დაპროექტებული. ახლომდებარე დასახლებებთან ქალაქს ევროპაში ყველაზე გრძელი, 540 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ხიდი აკავშირებს.