უშგული

უშგული

უშგული – ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება, საქართველოს მთებში, სვანეთის მხარეში ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზe მდებარეობს. უშგული არის თემი, რომელიც 4 სოფლისაგან შედგება: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში.
IX – X საუკუნეების სვანური კოშკები უშგულის მთავარი ღირშესანიშნაობაა და შესულია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში.
უშგულის ტერიტორიაზე არ არის სასტუმროები, შესაძლებელია ოთახის დაჯავშნა მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებში საკმაოდ დაბალ ფასად.
თუ თავისუფალი დრო გაქვთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ლამარიას მონასტერს, რომელიც X საუკუნეშია აშენებული და მდებარეობს სოფელ ჟიბიანში.
აქვეა მყინვარი აილამა, ზღვის დონიდან 4200 მ სიმაღლეზე, რომლის ქვედა ფერდობები დაფარულია ალპური და სუბალპური მდელოებით, ხოლო ზედა ფერდობები წლის ყველა დროს თოვლითაა დფარული. მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს მთამსვლელთა ბანაკი სახელწოდებით “აილამა”.
აილამას ტერიტორიაზე შესაძლებელია საფეხმავლო ტურების მოწყობა.

Комментирование запрещено