თეთნულდი

თეთნულდი
თეთნულდი სვანეთის ერთ – ერთი უდიდესი სათხილამურო კურორტია. სახელწოდება კავკასიონის მთავარი მწერვალის მიხედვით დაერქვა, რადგან კურორტი ამ მწერვალის კალთებზეა მოწყობილი. თეთნულდის სათხილამურო ბილიკები საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელთა საერთო სიგრძე 25 კმ-ია. ყველაზე გრძელი ბილიკი 9.5 კმ-იანია და მოწყობილია მწვერვალ თეთნულდის (4858 მ), ჩრდილო და სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე, რომელთა სიმაღლეც 1600 მ-დან 3600 მ-ს აღწევს.
ბილიკებზე ერთდროულად 4000-ზე მეტი ადამიანის სრიალია შესაძლებელი.
თეთნულდზე სასრიალო პერიოდი საკმაოდ დიდხანს ნოემბრიდან მაისამდე არის შესაძლებელი.
კურორტზე სასტუმროები ჯერ არ არის აშენებული, ამიტომ დამსვენებლები ძირითადად მესტიის ტერიტორიაზე ქირაობენ საოჯახო ტიპის თუ სტანდარტული კატეგორიის სასტუმროებს.

Комментирование запрещено