გორი

გორი
ქალაქი გორი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, რომელიც შიდა ქართლის როგორც რეგიონალური დედაქალაქი, ასევე ადმინისტრაციული ცენტრია. სახელწოდება გორი სიტყვა „გორაკი, გორა“-დან მომდინარეობს. „გორის ციხე“ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა და სიმბოლოა, ციხის ნანგრევები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე გორაკზე შემორჩა. აქედან შეგიძლიათ დატკბეთ თვალწარმტაცი პანორამული ხედებით.
გორის კიდევ ერთი-ერთი ღირსშესანიშნაობაა იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი, რომელიც 1950-იან წლებში აშენდა, აქ დაიბადა და ცხვრობდა იოსებ ჯუღაშვილი.
გორში არის მხოლოდ 3* სასტუმროები და საოჯახო ტიპის პატარა სახლები.
გორის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხეც შეგიძლიათ მოინახულოთ . უზარმაზარი დასახლებისგან, მხოლოდ დაახლოებით 150 გამოქვაბულია შემორჩენილი. არქეოლოგების აზრით, უფლისციხეში ხალხი ცხოვრობდა უკვე ძვ.წ. I ათასწლეულში.

Комментирование запрещено