გთავაზობთ 3 დღიან ტურს ულამაზეს სვანეთში. პროგრამა რომელიც შედგენილია იმისთვის რომ დაისვენოთ, გაერიდოთ ქალაქის სიცხესა და ხმაურს.
ტურის ჩატარების თარიღი: 21-23 აგვისტო
ტურის მარშრუტი:
🍀 1 დღე:
დღე: 06:30 შეკრება ქ.თბილისში ველოსიპედის ძეგლთან.
07:00 გასვლა მესტიის მიმართულებით, გაჩერება რიკოთის უღელტეხილზე, თავისუფალი დრო სადილისთვის.
ჩასვლა ზუგდიდში, დადიანების სასახლის დათვალიერება. (ბილეთის ფასს იხდით ადგილზე)
ფოტო გაჩერება ენგურის წყალსაცავზე,
ჩასვლა მესტიაში, დაბინავება საოჯახო სასტუმროში.
🍀 2 დღე:
ლაშქრობა ჭალაადის მყინვარისკენ – ფეხით სასიარულო ჯამში 5 კმ.
ჰეშკილის ქოხები
მარგიანების კოშკი და მუზეუმი(ბილეთის ფასს იხდით ადგილზე)
თუ ჰაწვალის საბაგირო იმუშავებს, შევძლებთ ფეხით ავისეირნოთ ჰაწვალამდე.
თავისუფალი საღამო
🍀 3 დღე:
07:00 გამომგზავრება თბილისისკენ.
გზად მოვინახულებთ მარტვილის კანიონს, ცუდი ამინდის შემთხვევაში კანიონს ჩავანაცვლებთ პრომეთეს მღვიმეთი.
სურვილის მიხედვით კანიონი/მღვიმე ასევე შეიძლება ჩანაცვლდეს ანაკლიით, რათა
დაისვენოთ ზღვაზე.
ტურის ფასი ინდივიდუალური აბაზანის მქონე ნომრის შემთხვევაში 170 ლარი.
ტურის ფასი საერთო აბაზანის მქონე ნომრის შემთხვევაში(2 ნომერს აქვს 1 აბაზანა)- 150 ლარი.
ღირებულებაში შედის :
► მიკროავტობუსით მგზავრობა,
► ქართულ ენოვანი გიდი/გამყოლის მომსახურება,
► ღამისთევა საოჯახო სასტუმროში (2 და 3 ადგილიან ნომრებში),
► კვების საკითხს აგვარებთ ინდივიდუალურად, მესტიაში არის ასევე კვების ობიექტებიც,
► გთხოვთ თან იქონიოთ პირბადე
ღირებულებაში არ შედის:
► კვება,
► მარტვილის კანიონის ბილეთები – შესვლა 10,35 ლარი, ნავით გასეირნება 15 ლარი.
► პრომეთეს მღვიმის ბილეთები – 11,50 ლარი
🌞 ვიკრიბებით 05:30, გასვლის დრო: 06:00.
🌞 გასვლის ადგილი: ქ.თბილისი რუსთაველის მეტროს მოპირდაპირედ ველოსიპედის ძეგლი.
დასაჯავშნად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 571 11 18 18 ლანა ან დააჭირეთ ჯავშნის ღილაკს და შეავსეთ ჯავშნის ფორმა, გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ტურის დასახელება.