ურეკი შავიზღვისპირა კურორტია, რომელიც ბათუმიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. ზამთარი აქ საკმაოდ თბილი და მცირეთოვლიანი, ზაფხული კი ცხელია. ურეკის სანაპიროს მაგნიტური ქვიშა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება და რეკომენდირებულია სასუნთქი, გულ-სისძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული დაავადებების დროს.
ურეკის სანაპირო ზოლის სიგრძე 1,5 კმ-ია. ნაპირებთან წყლის სიღრმე მცირეა – ნაპირიდან 30-40 მეტრის მონაკვეთში სულ 1,5 მ-ს შეადგენს. ამის გამო ზღვის წყალი აქ უფრო მალე თბება, ვიდრე სხვა კურორტებზე. ტურისტული სეზონი ურეკში ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.