ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოში, ქუთაისიდან 7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. მანძილი თბილისამდე – 250 კმ. კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი საკმაოდ თბილი და უთოვლო, ზაფხული კი ცხელი იცის. მცენარეულობიდან ფოთლოვანი ხეები ჭარბობს.
წყალტუბო განთქმულია თერმული მინერალური წყლებით, რომლებიც გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, კანის, ნერვული და გულ-სისღარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. კურორტის ტერიტორიაზე გახსნილია პარკი, რომელშიც სხვადასხვა ეგზოტიკური სუბტროპიკული მცენარე ხარობს. წყალტუბოს მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს პრომეთეს მღვიმე და სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი.
სათაფლიის ნაკრძალი ცნობილია კარსტული მღვიმეებითა და დინოზავრების ნაკვალევებით. პრომეთეს მღვიმე – უდიდესი მღვიმეა საქართველოს ტერიტორიაზე. მღვიმეებში არის სტალაქტიტები და სტალაგმიტები. პრომეთეს მღვიმეში მათი დათვალიერების გარდა ტურისტებისთვის შესაძლებელია ნავით მიწისვეშა მდინარეზე გასეირნებაც.