თბილისი – საქართველოს დედაქალაქი, მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის ნაპირებზე, ზღვის დონოდან დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლეზე.
თბილისი საქართველოს უძველესი კულტურული ცენტრია. მის მთავარ ისტორიულ მშვენებას წარმოადგენს “ძველი ქალაქი”. არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია სიონის, ქაშუეთისა და მეტეხის ეკლესიები. აქ შეიძლება ვიხილოთ სამების ტაძარი, რომლის სიმაღლე 86 მეტრს აღემატება და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ტაძარია მსოფლიოში. ქალაქს ზემოდან დაჰყურებს ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელსაც ძველ ქალაქთან საბაგირო გზა აკავშირებს. აბანოთუბანი – სადაც შეიძლება მკურნალობა, ან უბრალოდ სიამოვნების მიღება გოგირდის აბანოებში.
მდინარე მტკვრის ნაპირებს ერთმანეთთან აკავშირებს მინისგან აგებული მშვიდობის ხიდი. აქვეა რიყის პარკი, თავისი ლამაზი ფანტანით და რამოდენიმე ორიგინალური კომპოზიციით (მასშტაბური ჭადრაკის დაფა, უზარმაზარი როიალი და ა.შ.). შეგვიძლია ვეწვიოთ თბილისის ბოტანიკურ ბაღსა და ზოოპარკს, დავათვალიეროთ მუზეუმები. ტურისტების სიყვარული დაიმსახურა მთაწმინდის პარკმა, სადაც ორიგინალური ატრაქციონები და უზარმაზარი ეშმაკის ბორბალია განთავსებული.