სარფი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე, ბათუმიდან 30 კმ-ში. სოფელში არის საბაჟო-გამშვები პუნქტი. მდებარეობიდან გამომდინარე სარფში შეიძლება ვიხილოთ ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ტრადიციის მქონე ქვეყნის – საქართველოსა და თურქეთისათვის დამახასიათებელი ელემენტები. მაგალითად, ქრისტიანული ეკლესია და მუსულმანური მეჩეთი.
სარფში მთისა და ზღვის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, ზღვის წყალი განსაკუთრებით სუფთა და გამჭვირვალეა, რის გამოც აქაური სანაპირო ტურისტების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს.