საირმე

საირმე
საირმე ბალნეოკლიმატური კურორტია, რომელიც ქუთაისიდან 50 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1 000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. განთქმულია არაჩვეულებრივი მთის კლიმატით, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით და სამკურნალო მინერალური და თერმული წყლებით.

  • Саирме
  • Водопад Саирме
  • Олени Саирме
  • Курорт Саирме
  • Вода Саирме

ზამთარი აქ ზომიერად ცივი და უთოვლო, ზაფხული კი თბილია. ადრე საირმე მხოლოდ ზაფხულის კურორტად ითვლებოდა. მას შემდეგ საირმეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდა და დღესდღეობით კურორტი დამსვენებლებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს. საირმის სამკურნალო წყლები გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს.

Комментирование запрещено