ბალნეოკლიმატური კურორტი ნუნისი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ნაწილს წარმოადგენს. იგი ზღვის დონიდან დაახლოებით 800 მ სიმაღლეზე მდებარეობს. განთქმულია ულამაზესი ბუნებითა და გოგირდის თბილი, სამკურნალო წყაროებით. ტერიტორიის დიდი ნაწილი ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით არის დაფარული.
გაზაფხულზე, ნაძვისა და ფიჭვის ყვავილობის პერიოდში ნუნისის ჰავა გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებზე. ნუნისის გოგირდის წყლები გამოიყენება კანისა და ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ. ბალნეო- და კლიმატოთერაპიის შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება სტრესისგან, რეგულირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი.