ყვარელი – რაიონი და ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში. მანძილი თბილისიდან – 150 კმ. ცნობილია ყვარლის ციხით, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმითა და ულამაზესი ტბით.
ყვარელი “ღვინის ტურების” ერთ-ერთ მთავარ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. ქალაქის ცენტრში მდებარეობს ღვინის ქარხანა “ქინძმარაული”. ქარხანაში ეწყობა ექსკურსიები ტურისტებისთვის, არის სადეგუსტაციო დარბაზები და ღვინის მაღაზია.