ქუთაისი

ქუთაისი
ქუთაისი სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქია (თბილისის შემდეგ). განლაგებულია მდინარე რიონის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 200 მ სიმაღლეზე. მანძილი თბილისიდან – 220 კმ, ბათუმიდან – 150 კმ. ქალაქიდან 22 კმ-ის დაშორებით მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი.

  • Кутаиси
  • Фонтан в Кутаиси
  • Тур в Кутаиси
  • Гелати
  • Отдых в Кутаиси
  • Собор Баграти в Кутаиси

კლიმატი სუბტროპიკული და შედარებით ტენიანია. ზამთარი თბილი და მშრალია, ზაფხული – ცხელი. ქუთაისში და მის გარშემო მრავალი ისტორიული ძეგლია. პირველ რიგში აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი (XI ს.), გელათის მონასტერი (XII ს.), გეგუთის სასახლე (XII ს.). ტურისტების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს ქუთაისის მახლობლად მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო და მისი მშვენება – პრომეთეს მღვიმე. აგრეთვე სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი.

  • Сатаплия Кутаиси
  • Пещера Сатаплия
  • Пещера Прометея Грузия
  • Пещера Прометея
  • Динозавр Сатаплия
  • Сатаплия

სათაფლიის ნაკრძალი ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული. ცნობილია კარსტული მღვიმეებითა და დინოზავრების ნაკვალევებით. პრომეთეს მღვიმე – უდიდესი მღვიმეა საქართველოს ტერიტორიაზე. მღვიმეებში არის სტალაქტიტები და სტალაგმიტები. პრომეთეს მღვიმეში მათი დათვალიერების გარდა ტურისტებისთვის შესაძლებელია ნავით მიწისვეშა მდინარეზე გასეირნებაც.

Комментирование запрещено