ყაზბეგი – კლიმატური კურორტი საქართველოში. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, რუსეთის საზღვართან ახლოს. რელიეფი მაღალმთიანი, კლდოვამი და ძნელადმისადგომია. ზამთარი აქ უხვთოვლიანია, ზაფხული – ზომიერად თბილი. ამ რაიონში მდებარეობს მყინვარწვერი, რომლის სიმაღლე 5 033 მეტრია და რამოდენიმე ჩამქრალი ვულკანი. ახლოა სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.
მყინვარწვერის ძირში, ზღვის დონიდან 1 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი – სტეფანწმინდა. ულამაზესი ბუნების გარდა ყაზბეგის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც XIV საუკუნეშია აგებული და მდებარეობს ზღვის დონიდან 2 200 მ სიმაღლეზე.