გონიო – საქართველოს შავი ზღვისპირა კურორტი. ბათუმიდან 15 კმ-ით არის დაშორებული. გარს აკრავს ულამაზესი მთები ბუნებრივი წაროებითა და ჩანჩქერებით. ღირსშესანიშნაობებიდან პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ გონიოს ციხე და მისი საგამოფენო დარბაზი. გონიოდან ტურისტებისთვის ეწყობა ექსკურსიები ბათუმის, სარფისა და სხვა საკურორტო ადგილების დასათვალიერებლად.