გომარდული საქართველოს ერთ-ერთი უახლესი სამთო-სათხილამურო კურორტია. მდებარეობს აჭარაში, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე. მანძილი ბათუმიდან – 70 კმ. თოვლიანი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება. თოვლის საფარის სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.
მოთხილამურეთათვის გაყვანილია 1 300 მეტრის სიგრძის ტრასა. ფუნქციონირებს საბაგირო. ახალბედებს შეუძლიათ ადგილზევე დაიქირავონ გამოცდილი ინსტრუქტორი და სრული სათხილამურო აღჭურვილობა. შესაძლებელია კვადროციკლებისა და თოვლმავლების დაქირავებაც.