ბორჯომი და ლიკანი აღმოსავლეთ საქართველოს ბალნეოკლიმატური კურორტებია. სიმაღლე ზღვის დონიდან – 850 მ. ტერიტორიის 65% წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით არის დაფარული. კურორტებს ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკი. ზამთარი საკმაოდ რბილია, ზაფხული – თბილი. აქაურ მთავარ სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს სუფთა ჰაერი და მინერალური წყლები, რომელთა სამკურნალო თვისებებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ბორჯომის წყაროების წყალი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი და გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების სამკურნალოდ. საკურორტო სეზონი გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. მისი პიკი აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდზე მოდის.
საინტერესო ფაქტები:
- „ბორჯომი“-ს საწარმოო ჩამოსხმა 1890 წელს დაიწყო.
- პირველი, რაც მოითხოვა კოსმოსიდან დედამიწაზე დაბრუნებულმა იური გაგარინმა, სწორედ “ბორჯომი” იყო.
- XIX საუკუნეში რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ლიკანში აშენდა რენესანსის სტილის სასახლე, რომელიც რომანოვების საიმპერატორო ოჯახის ზაფხულის რეზიდენციად იქცა.