ბაკურიანი

ბაკურიანი
ბაკურიანი კავკასიის ერთ-ერთი უძველესი სათხილამურო კურორტია. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 700 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 180 კმ-ით არის დაშორებული. ზაფხული საკმაოდ გრილია, ზამთარი – ცივი, მაგრამ ყინვების გარეშე. თოვლის საფარის საშუალო სიმაღლე – 65 სმ. მზიანი დღეების საშუალო წლიური მაჩვენებელი – 210 დღე.

კურორტს ახასიათებს მთის სუფთა, წიწვოვანი ტყეების სურნელით გაჯერებული ჰაერი. ბაკურიანის ჰავა რეკომენდირებულია ანემიისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მკურნალობისთვის. გარდა სათხილამურო ტრასების დიდი არჩევანისა, ბაკურიანი აგრეთვე ცნობილია თავისი მინერალური წყაროებითა და ბოტანიკური ბაღით. ბორჯომთან ერთად წარდგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ერთ-ერთ კანდიდატად.

  • Бакуриани
  • Курорт Бакуриани
  • Туры в Бакуриани
  • Отель в Бакуриани
  • Зима в Бакуриани

ბაკურიანში გაყვანილია საბაგიროები, რომელთა მაქსიმალური მოქმედების სიმაღლე თითითქმის 3 კმ-ს აღწევს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე – 5 კმ. ციგაობის მოყვარულთათვის მოქმედებს ცალკე, 1 400 მ სიგრძის ტრასა. არის სამი სათხილამურო ტრამპლინი: 45, 70 და 90 მ. ცენტრალურ პარკში გახსნილია გასართობი ცენტრი და საციგურაო მოედანი.

ბაკურიანიდან ტურისტებისთვის ეწყობა ექსკურსიები, რომლის დროსაც შეგიძლიათ მოინახულოთ ულამაზესი ტბა “ტაბაწყური”, X საუკუნის მონასტერი, კურორტები “მიტარბი” და “წაღვერი”. ბაკურიანიდან ბორჯომამდე სულ 30 კმ, ვარძიამდე კი 60 კმ-ია.

Комментирование запрещено