ვაზისუბნის მეღვინეობა და სასახლე 1891 წელს თბილისთან ახლოს (105 კმ), სოფელ ვაზისუბანში დააარსა ქართველმა დიდგვაროვანმა სულხან ჭავჭავაძემ. 140 წლის შემდეგ კი ის ღიაა ტურისტებისთვის, რათა ქართული ღვინის კულტურის გაცნობა მოხდეს არა მხოლოდ მარანში, არამედ სასახლის ტერიტორიაზეც.
სულხან ჭავჭავაძის სასახლე 19 ნომრიან ბუტიკ სასტუმროდ გადაკეთდა, რომლის დიზაინის ავტორები ქართველი და ევროპელი დიზაინერები არიან. ყველა ოთახი უნიკალური და განსხვავებულია, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: სტანდარტული ორადგილიანი აივნით ან ეზოს ხედით, ნახევრად ლუქსი აივნით, საოჯახო ლუქსი და ლუქსი ერთი დიდი საწოლით.
სასტუმროს ტერიტორიაზე არის ღვინის მარანი, ვენახები, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი და 1,5 ჰექტარზე გადაჭიმული ეზო.