ტყუპების მარანი მდებარეობს ნაფარეულში თბილისიდან 115 კილომეტრის დაშორებით.
ეს არის კომპლექსი რომელშიც გაერთიანებულია: სასტუმრო, რესტორანი, ქვევრის მუზეუმი, ძველი მარანი, “ზავოდი”, ღია და დახურული აუზი, საუნა და ღვინის მაღაზია. სწორედ ტყუპების მარნის ეზოში დგას საქართველოში ყველაზე დიდი, 8 მეტრის სიმაღლის ქვევრი.
სასტუმროს ტერიტორიაზე არის 30 ორ და სამადგილიანი ნომერი. ღირებულებაში შედის საუზმე, მარნის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია.