3* სასტუმრო სოლომონი თბილისიდან 115 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ სიღნაღში მდებარეობს. სასტუმროს სახელი ეწოდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის სოლომონ დოდაშვილის საპატივსაცემოდ.
სოლომონში არის 13 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი: სტანდარტული, საოჯახო, ლუქსი და აპარტამენტები.
სასტუმროში არის საკონფერენციო დარბაზი, რომელიც იტევს 60 ადამიანს და აღჭურვილია აუდიო/ვიდეო აპარატურით.
რესტორან სოლომონში ნატურალური ადგილობრივი პროდუქტებით ამზადებენ უგემრიელეს ქართულ კერძებს, ასევე აქვეა ღვინის მარანიც.