4* სასტუმრო Schuchmann Wines Chateau and Spa ღვინის რეგიონში სოფელ კისისხევში მდებარეობს და გარშემორტყმულია ვენახებითა და კავკასიონის მთებით.
სასტუმროში არის 20 შემდეგი კატეგორიის ნომერი: სტანდარტული, ნახევრად ლუქსი, ლუქსი, 4 ადგილიანი ლუქსი, საოჯახო ოთახი და სუპერიორი ბაღის ხედით.
სასტუმროს ტერიტორიაზე არის: აუზი, გოლფის პატარა მოედანი, სპა ცენტრი, სადაც სახისა და ტანის პროცედურებს ღვინითა და ყურძნით აკეთებენ.
რესტორანში მზადდება ქართული კერძები. აღნიშნული სასტუმრო წარმოადგენს შუხმანის ღვინის ქარხნის ნაწილს, რომელსაც აგრეთვე აქვს ცალკე ღვინის ბარი.