სასტუმრო სავანეთი თბილისიდან 97 კილომეტრის დაშორებით სოფელ იყალთოში, თელავთან ახლოს მდებარეობს.
კომპლექსში არის კავკასიონის ხედის მქონე 57 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი: სტანდარტული, მანსარდული ტიპის, ნახევრად ლუქსი და ლუქსი.
რესტორანში ამზადებენ ქართულ და ევროპულ კერძებს. სასტუმროში ასევე არის საკონფერენციო დარბაზი, ბილიარდის ოთახი, ღია აუზი, საუნა, ჰამამი-თურქული აბანო, საბავშვო მოედანი, კახური და ევროპული ღვინოების წარმოება.