სასტუმრო ვილა მესტია ქორულდის ტბებიდან 10 კმ-ის, ჰაწვალიდან კი 8 კილომეტრის დაშორებით მესტიაში მდებარეობს. თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი სასტუმროდან 3 კილომეტრში, ხოლო თბილისიდან 500 კილომეტრშია.
სასტუმროს ტერიტორიაზე არის ეზო და რესტორანი, 8 სამი კატეგორიის ოთახი: ორადგილიანი, სამადგილიანი და ოთხადგილიანი.
რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები ან შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი ისე კერძი რომელიც მენიუში არ არის.
სრიალის მოყვარულებისთვის ვილა მესტიაში არის თხილამურების შესანახი სივრცე.