4* სასტუმრო ფოსტა მდებარეობს სვანეთის მთებში კერძოდ მესტიაში. სასტუმროს ტერიტორიაზე არის ტერასა, 24 საათიანი სარეგისტრაციო მაგიდა და რესტორანი, სადაც ამზადებენ ევროპულ კერძებს. სასტუმროში სულ 30 სამი კატეგორიის ნომერია: სტანდარტული, ნახევრად ლუქსი და ლუქსი. ყველა ნომერში არის ტანსაცმლის კარადა, ტელევიზორი, აბაზანა, აბაზანის ჰიგიენის საშუალებები, ასევე ზოგიერთ ნომერს აქვს აივანი.
საუზმე არის ორი ტიპის: შვედური და კონტინენტური.