სასტუმრო ელიტ ჰაუსი მესტიაში, თამარ მეფის სახელობის აეროპორტიდან 2,2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმროში არის კლასიკურ სტილში მოწყობილი ერთადგილიანი, ორი, სამადგილიანი და საოჯახო ტიპის ნომრები. ყველა ოთახს აქვს აივანი, საიდანაც იშლება ულამაზესი მთის ხედები. სასტუმროში სარეგისტრაციო მაგიდა მუშაობს 24 საათი, ასევე არის რესტორანი, ტერასა, ბარგის შესანახი ოთახი და ლაუნჯი. შესაძლებელია შეუკვეთოთ დამატებითი სერვისებიც როგორიცაა ველოსიპედის ქირაობა, თევზაობა ან ლაშქრობა მთებში.