4* სასტუმრო Royal Batoni საქართველოს ისტორიულ კუთხეში კახეთში, ყვარელში ილიას ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო თბილისიდან 146 კილომეტრის სავალ მანძილზეა.
სასტუმროში არის რესტორანი ტერასით, საიდანაც ილიას ტბაზე ულამაზესი ხედი იშლება, რესტორანში შესაძლებელია 100 სტუმრის მოთავსება. საკონფერენციო დარბაზში ეტევა ასევე 100 ადამიანი, სასტუმროში ასევე არის მოლაპარაკებების ოთახები, ღია აუზი ტბის ხედით, ღვინის მარანი, სიგარის ოთახი, შესაძლებელია ბილიარდისა და მაგიდის ჩოგბურთის თამაში.
Royal Baton – ში არის სტანდარტული და ლუქს კატეგორიის ნომრები მთის და ტბის ხედებით.
სასტუმროს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ ახლომდებარე ისტორიული ძეგლები, ითევზაონ, გაისეინონ ველოსიპედით, ითამაშონ კალათბურთის, ფრენბურთის ან ფეხბურთის მოედნებზე. მონაწილეობა მიიღონ ქართული კერძების მომზადებაში და დალიონ ქართული ტრადიციული სუფთა წესით დამზადებული ღვინო.