5* სასტუმრო Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate წინანდალში, წინანდლის მუზეუმიდან 1,4 კილომეტრის, ხოლო თბილისის აეროპორტიდან კი 91 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმროს ტერიტორიაზე არის ღია აუზი, სპა ცენტრი, ბარი აუზთან, ფიტნეს დარბაზი, ბიბლიოთეკა.
სასტუმროს ყველა 141 ოთახში არის ყავის მოსადუღებელი აპარატი, აბაზანა, ფენი, ჰიგიენის საშუალებები. ნომრების გაფორმება ეკუთვნით ესპანელ დიზაინერებს ქრისტიან გაბას და დამიან ფიგუერას. ყველა ნომრის დიზაინში გამოყენებულია წელიწადის დროების თემატიკა, მშვიდი ფერთა გამა და ნატურალური მასალები, რომლითაც გაკეთებულია ნომრების ავეჯი კარგად ერწყმის კავაკსიონის მთებსა და ვენახებს. საუზმე სასტუმროში არის შვედური მაგიდის ტიპის.
5 კვების ობიექტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სამზარეულო და დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული ქართული, ასევე კლასიკური ფრანგული კერძები. თუ გსურთ დალიოთ ღვინო, ფინჯანი ჩაი ან ყავა სასტუმროს ტერიტორიაზე 3 ბარიდან შეგიძლიათ აირჩიო ნებისმიერი და დატკბეთ ლამაზი საღამოებით.
სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე არის 3 შეხვედრების ოთახი, გალერეა ჰოლი რომელიც იტევს 400 სტუმარს.Ballroom-ი განკუთვნილია დიდი ღონისძიებებისათვის, აქ ხშირად ეწყობა ქორწილები, სხვადასხვა სახის წვეულებები და ეტევა 500 სტუმარი. ამფითეატრი კი 1,200 სტუმარს იტევს, აქვე არის ლაუნჯი რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც სტუმრების მისაღები სივრცე.
იგრძენი თავი ცნობილ ადამიანად და დაისვენე წინანდალში.