სასტუმრო პალმ ბიჩი (Palm Beach) ანაკლიის ერთ-ერთ საუკეთესო და ფეშენებელურ სასტუმროს წარმოადგენს.
გააჩნია უმაღლეს დონეზე მოწყობილი 52 ნომერი. სტუმრებს საშუალება ეძლევათ თავისი არჩევანი შეაჩერონ, როგორც ეკონომ კლასის, ასევე ნახევრად ლუქსისა თუ ლუქსის ტიპის კეთილმოწყობილ ოთახზე. ყველა ნომერი აღჭურვილია მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტით, საკაბელო ტელევიზიით, ტელეფონით, ინდივიდუალური აბაზანით, კონდიციონერით, ყოველდღიური ჰიგიენური მოხმარების საშუალებებით, თმის საშრობით, ჩუსტებითა და ხალათით. შესაძლებელია კერძების ნომერში შეკვეთაც.
სასტუმროს ტერიტორიაზე არის რესტორანი, ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ღია აუზი და ტერასა. Palm Beach – ის ექსკლუზივს წარმოადგენს ქართული რესტორანი მრავალფეროვანი კერძების ფართო ასორტიმენტით.
საუზმის ტიპი- შვედური მაგიდა.
ქუთაისის აეროპორტი სასტუმროდან 100 კილომეტრით არის დაშორებული.