MICE ტურიზმი

საქმიანი ტურიზმის (MICE ტურიზმის) ინდუსტრია დასავლეთის ქვეყნებში დაინერგა და ეკონომიკის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. დღესდღეობით MICE ტურიზმის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი. აღმოსავლეთის ქვეყნებში ლიდერის პოზიცია ჩინეთმა დაიმკვიდრა. საქართველოში კი MICE ტურიზმი ახალ, სწრაფგანვითარებად ტურისტულ სფეროს წარმოადგენს.

 

აბრევიატურა MICE მიგვანიშნებს საქმიანი ღონისძიებების ოთხ ძირითად მიმართულებაზე:

Meetings – შეხვედრები, სტრატეგიული თათბირები, მოლაპარაკებები, პრეზენტაციები
Incentive – წამახალისებელი მოგზაურობები, სამოტივაციო პროგრამები, პარტნიორებისა და თანამშრომლების ლოიალობის სტიმულირება
Conferences/Congresses – კონფერენციები, ფორუმები, კონგრესები
Exhibitions/Events – გამოფენები, კონკრეტულ (შემეცნებით, კულტურულ, მუსიკალურ, სპორტულ და ა.შ.) ღონისძიებებზე დასწრება, კორპორატიული ღონისძიებები

  • mice-1
  • mice-2
  • mice-3

კომპანია “CAPITAL GEORGIA TRAVEL” 3 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს MICE ტურიზმის სფეროში. ჩამოგითვლით ჩვენ მიღწევებს:

  • მივიღეთ 100-ზე მეტი კორპორატიული ჯგუფი.
  • კლიენტები დსთ-ს და ევროპის ქვეყნებიდან (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, სომხეთი, პოლონეთი, ლატვია).
  • სხვადასხვა თემატიკის/ფორმატის ღონისძიებების მომზადება (ფესტივალები, კორპორატივები, კონფერენციები, მასტერ-კლასები, ინტერაქტივები გურმანებისთვის, მეღვინეობის, სპორტული ინტერაქტივები და ა.შ.).
  • ნებისმიერი დონის ივენთების ორგანიზება (VIP და ბიუჯეტური).
  • კლიენტის მოთხოვნების შესაბამისი დროული და სრული მომსახურება.
  • mice-4
  • mice-5
  • mice-6

კომპანია “CAPITAL GEORGIA TRAVEL” გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს MICE ტურიზმის სფეროში

  • ჯგუფური და ინდივიდუალური მოგზაურობის ორგანიზება თქვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის.
  • ღონისძიების ჩასატარებლად ადგილის შერჩევა და დეტალური პროგრამის შემუშავება.
  • ექსკურსიები და ტურ-პაკეტები.
  • ნებისმიერი დონის რესტორნების დაჯავშნა, ფურშეტების, ბანკეტებისა და საზეიმო ვახშმების ორგანიზება.
  • ავია და სარკინიგზო ბილეთების დაჯავშნა-გაყიდვა.
  • ნებისმიერი კატეგორიის სასტუმროს დაჯავშნა საქართველოში და საზღვარგარეთ.
  • თარჯიმანი-გიდების მომსახურება.
  • ტრანსფერები / სატრანსპორტო მომსახურება / ავტომობილების გაქირავება და ა.შ.
  • mice-7
  • mice-8
  • mice-9

კომპანია “CAPITAL GEORGIA TRAVEL”-თან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ოპერატიულობა და მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიები.
  • პერსონალური მენეჯერის მომსახურების პრიორიტეტი.
  • შეკვეთის მიღება და დადასტურება კლიენტისათვის მისაღებ ფორმაში.
  • ოპტიმალური მარშრუტის შედგენა კლიენტის ბიუჯეტის, სურვილისა და კორპორატიული პოლიტიკის პრინციპების გათვალისწინებით.
  • ახალი შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება.
  • მომსახურების ღირებულების გადახდა კლიენტისათვის მისაღები ფორმით: უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით.
  • მოგზაურობების სტატისტიკის მიწოდება კლიენტისთვის სასურველი ფორმით.
  • კონსულტაცია საქმიანი მოგზაურობის დანახარჯების ოპტიმიზაციისათვის.
  • mice-10
  • mice-11
  • mice-12

ჩვენ არ ვდგავართ ადგილზე, მუდმივად ვვითარდებით, ვსწავლობთ, ვუცვლით გამოცდილებას საქმიანი ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ვღებულობთ მონაწილეობას უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო MICE გამოფენებში (გერმანული IMEX – 150-ზე მეტი ქვეყანა-მონაწილე, ესპანური EIBTM – წარმომადგენლობა მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან), რათა მუდმივად ვფლობდეთ ინფორმაციას უახლესი ტენდენციების შესახებ.

საქართველო – საოცარი ქვეყანაა უნიკალური კულტერით, უძველესი ისტორიით, უგემრიელესი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარე ხალხით. ეს არის ქვეყანა, რომელშიც კიდევ და კიდევ გინდება დაბრუნება. ჩვენი კომპანიის გუნდი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ ამაში!

 

მოხარულნი ვიქნებით გიხილოთ ჩვენი კლიენტების სიაში და მზად ვართ პასუხი გავცეთ თქვენ შეკითხვებს:

майлmice@capitaltravel.ge

Комментирование запрещено