5* სპა კურორტი Lopota Lake resort & Spa მდებარეობს კახეთის რეგიონში, თბილისიდან 115 კილომეტრის დაშორებით ნაფარეულის ულამაზესი ბუნებრივი ტბის ნაპირას.
სასტუმრო კომპლექსში არის 186 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი, რომლებიც განლაგებულია 14 სხვადასხვა შენობაში. ნომრებს აქვს ტყის და ტბის ხედი და იყოფა შემდეგ კატეგორიებად: სტანდარტული ორ და სამადგილიანი ნომრები, საოჯახო ტიპის, Superior Duplex, Duplex suite და Junior suite.
კურორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის,ხელბურთის და მინი გოლფის მოედნებს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას, საბანკეტო და 5 საკონფერენციო დარბაზს.