სასტუმრო კომპლექსი “ყვარლის ედემი” ყვარელში, მდინარე ბურსას მარჯვენა სანაპიროზე, თბილისიდან 153 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმრო ქალაქის ცენტრიდან, სადაც მუზეუმები, ეკლესია და ქალაქის სხვა ღირშესანიშნაობებია, რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.
სასტუმროს აქვს მაღალი კლასის ოთახები, რესტორნები, ბარები, საკონფერენციო დარბაზი, ბოულინგი, ბილიარდის ოთახი, ჩოგბურთის მოედანი, ღვინის სპა, რომელიც უნიკალურია როგორც საქართველოში, ისე მთელი კავკასიის მასშტაბით. სასტუმროს დიზანი გაკეთებულია ღვინის თემატიკით.
ნომრები იყოფა შემდეგ კატეგორიებად: 33 სტანდარტული, 10 მაღალი კატეგორიის ნახევრად ლუქსი, არის სტანდარტულ ოთახზე დიდი და დგას რბილის ავეჯის სამეული. 1 king suite ოთახი, ამ ოთახს აქვს დიდი მისაღები და საძინებელი, მისაღებში არის ბუხარი,მაგიდა და სკამები.