ბუტიკ სასტუმრო კაბადონი მდებარეობს ულამაზეს ისტორიულ ქალაქ სიღნაღში, თბილისიდან 115 კილომეტრის დაშორებით. მისი ინტერიერის ინდივიდუალურ სახეს აღმოსავლური, მოდერნისა და ძველი ქართული მოტივების ერთობლიობა ქმნის.
ბუტიკ-სასტუმრო 21 სხვადასხვა ტიპის ნომერს აერთიანებს ველისა და ქალაქის ხედებით: სტანდარტული, მანსარდული ტიპის, ოთახები ტერასით, ნახევრად ლუქსი და აპარტამენტები.
სტუმრების განკარგულებაშია რესტორანი ღია ცის ქვეშ, ღვინის ბარი და 2 ტერასა. „კაბადონის“ ველნესცენტრში, სადაც დახურული საცურაო აუზი, ტრენაჟორების დარბაზი და სილამაზის სალონია განთავსებული, შეძლებთ თერმულ ზონაში რელაქსაციასა და სპა პროცედურების ჩატარებას.