4* თანამედროვე სტილის სასტუმრო Holiday Inn Telavi, კახეთის შუაგულში თბილისიდან 1,3 საათით სავალზე, ქალაქ თელავში მდებარეობს.
სასტუმროში არის 85 ელეგანტურად გაფორმებული სხვადასხვა კატეგორიის ოთახი: სტანდარტული ტიპის დიდი ორადგილიანი და პატარა საწოლებით, Corner suite ტერასით, Executive ოთახი ორადგილიანი დიდი და პატარა საწოლებით.
სასტუმროს ტერიტორიაზე არის თანამედროვე ბარი და რესტორანი, რომლებიც განთავსებულია ბოლო სართულზე, რათა სტუმარი დატკბეს ალაზნის ულამაზესი ხედებით. ასევე სასტუმროში განთავსებულია სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი და საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 50 ადამიანზეა გათვლილი.