გურჯაანი

გურჯაანი
გურჯაანი – რაიონი და ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. თბილისიდან 120 კმ-ით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზეა განთავსებული. ზამთარი თბილი და უთოვლოა, ზაფხული – ცხელი. საკურორტო სეზონი აპრილიდან დეკემბრამდე გრძელდება.

  • Отец солдата
  • Квелацминда Гурджаани
  • Музей Шаликашвили
  • Гурджаани
  • georgian cuisine-5
  • Кахетинское вино

გურჯაანში მდებარეობს კურორტი ახტალა, რომლის სამკურნალო ტალახი რეკომენდირებულია საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. რაიონში 400-ზე მეტი ისტორიული არქიტექტურული ძეგლია. შეგვიძლია ვიხილოთ ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი, დიდი სამამულო ომის მემორიალი და სხვა ღირსშესანიშნაობები. მაგრამ ამ რეგიონში უცხოელ ტურისტებს ძირითადად ქართული მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის სურვილი იზიდავს.

  • Виноделие Гурджаани
  • Квеври Гурджаани
  • Грузинский хлеб
  • georgian cuisine-1
  • georgian cuisine-3
  • georgian cuisine-8

გურჯაანი “ღვინის ტურების” მთავარ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. ტურისტებს საშუალება ეძლევათ ეწვიონ ღვინის ქარხნებსა და ოჯახურ მარნებს, გაეცნონ ქართული ღვინის დამზადებისა და შენახვის წესებს, დააგემოვნონ ნამდვილი “საფერავი” და “მუკუზანი”, წალამზე შემწვარი მწვადი, მიიღონ მონაწილეობა ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასებში, გაეცნონ ქართული სუფრის წესებს, მოისმინონ ცნობილი თამადების სადღეგრძელოები. შემოდგომის ტურების დროს – მონაწილეობა მიიღონ რთველში, ყურძნის დაწურვასა და ჩურჩხელას ამოვლებაში.

Комментирование запрещено