გუდაური

გუდაური
გუდაური – დაბა საქართველოში, რომელიც თბილისიდან 120 კმ-ით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 2 200 მ სიმაღლეზე მდებარეობს. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილი და ტექნიკის უახლესი მიღწევებით აღჭურვილი ევროპული დონის სამთო-სათხილამურო კურორტია.

საკურორტო სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. სათხილამურო სეზონი – დეკემბრიდან აპრილამდე. ზამთარში თოვლის საფარის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 50 კმ-ს აღემატება. ყოველი ტრასა შემოწმებულია და სერტიფიცირებულია სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ. არის როგორც “მწვანე ტრასები”, რომლებიც დამწყებ მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებზეა გათვლილი, ასევე “შავი ტრასები”, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს გამოცდილ მოთხილამურეთა შორის.

  • Горный гудаури
  • Лыжный курорт Гудаури
  • Зимние туры в Гудаури
  • Сноуборд в Гудаури
  • Зимние туры в Грузию
  • Путешествие в Гудаури

ავსტრიელი ინჟინრების მიერ დამონტაჟებულია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი 5 საბაგირო გზა, რომელთაც 3 300 მ სიმაღლეზე შეუძლიათ თქვენი აყვანა. გუდაური იზიდავს ჰელისკისა და ფრირაიდის მოყვარულებს. ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გახსნილია სნოუპარკი ტრამპლინებითა და ყინულის კედლით. კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ათამდე სათხილამურო სკოლა. გახსნილია კაფე-ბარები, რესტორნები, მიუზიქ ჰოლი.

  • Зимний курорт в Грузии
  • Лучшие туры в Гудаури
  • Путешествие по Грузии
  • Гудаури
  • Зимний курорт Гудаури
  • Гудаури Грузия

გუდაურში ზაფხულშიც მშვენიერი დროის გატარება შეიძლება: ლაშქრობები და ექსკურსიები, საცხენოსნო გასეირნებები, თევზაობა მთის მდინარეებში, რაფტინგი, დელტაპლანით და პარაპლანით ფრენა და ა.შ.

Комментирование запрещено